თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე გაიხსნა, 17:00 საათზე დაიხურება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
