წალენჯიხის მერიის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ
მმართველი გუნდი, წალენჯიხის მერიის ბაღების გაერთიანების მოქმედ ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას, რომელიც ნაცმოძრაობის წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატიცაა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, მამუკა ქარდავა ხაბეიშვილის ფრთას წარმოადგენს და ის მერის წარმომადგენლების დახმარებით, ბაღების თანამშრომლებთან დახურულ შეხვედრებს მართავს და მათ აიძულებს მხარდაჭერისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურების დატოვებით ემუქრება
