თბილისის „დინამოს“ ტრიუმფიდან 42 წელი გავიდა
დღეს 42 წელი შესრულდა ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან. 1980-81 წლების სეზონის თასების მფლობელთა, თასის გათამაშების ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით ორით ერთი დაამარცხა. 1981 წლის 13 მაისს დუსელდორფში მიღწეული წარმატება პირველი და დღემდე ერთადერთი ტიტულია, რომელიც ქართულმა გუნდმა ევრო თასებზე მოიპოვა და ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად არის მიჩნეული
