მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ანსამბლის „ერისიონი“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონი“ წარმომადგენლებს შეხვდა. მაია ომიაძე და ტუროპერატორები „ერისიონის“ განახლებულ პროგრამას გაეცნენ. ტუროპერატორებმა ანსამბლთან თანამშრომლობის, ტურის დაგეგმვისას ტურისტებისათვის კონცერტების შეთავაზების საკითხები განიხილეს
