„დაისის“ ახალი დადგმის პრემიერა
ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისის“ პრემიერიდან მე-100 წლისთავზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა „დაისის“ ახალი დადგმის პრემიერა წარადგინა, რომელსაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სპექტაკლში მონაწილეობენ ოპერის თეატრის ყველა თაობის მომღერლები, საქართველოს სახალხო არტისტები, მოწვეული სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
