„მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გრძელდება
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გრძელდება. მორიგი შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა. კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, სახელმწიფო რწმუნებული და ვესტ მინსტერის დემოკრატიის ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი დაესწრნენ
