თეა ახვლედიანი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და კახეთში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ლაგოდეხში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება
