ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის რეფორმა დაამტკიცა
ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის რეფორმა დაამტკიცა. სტრატეგიული გეგმა 2027 წლამდეა გაწერილი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით, უკრაინას უნდა ჰქონდეს ისეთი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობასა და სამართლიანობას.
