შეერთებული შტატები და ნატო ომში არ ჩაერთვებიან თუმცა უკრაინას დაეხმარებიან ვიდრე ეს საჭირო იქნება
შეერთებული შტატები და ნატო ომში არ ჩაერთვებიან, თუმცა უკრაინას დაეხმარებიან, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ამერიკის თავდაცვის მდივანმა განაცხადა. ლოიდ ოსტინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს უკრაინას რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად, 32 მილიარდი დოლარი გამოუყო, რაც უკრაინას კიევიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან აგრესორთა განდევნაში დაეხმარა.
