პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა მიგ-29 ტიპის 14 თვითმფრინავი
პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა მიგ-29 ტიპის 14 თვითმფრინავი. ინფორმაციას ევროკავშირში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 575 ტანკიდან 325 პოლონეთის მიერ იყო მიწოდებული, რაც სხვა მოკავშირეების მიერ გადაცემულ რაოდენობას აღემატება.
