სენატორების გზავნილები და შეფასებები
სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ. არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნიათ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც. სენატორების ამ გზავნილს შეფასებები მოჰყვა თბილისში.
