ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის დაფინანსების შესახებ
დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება. კომიტეტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მშობლებთანაც. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს მთავარ საჭიროებებსა და პრობლემებზე. მიიღეს პირობა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მკურნალობის პროტოკოლის ახლო მომავალში მისაღებად.
