ოთარ შამუგიას სამუშაო ვიზიტი აშშ-ში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კლიმატის თემაზე გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი. დეკლარაცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის გარემოს დაცვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობების დაცვის, ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების მხრივ.
