კავკასიამ რუსთავი 15 ქულით დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა „რუსთავთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. „თბილისი არენის“ დარბაზში გამართულ შეხვედრაში ბექა წივწივაძის მომზადებულმა კალათბურთელებმა მეტოქე 88-73 დაამარცხეს.
