რეპორტიორის მკვლელობის საქმე
საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ სააგენტო „ფრანს პრესის“ რეპორტიორის მკვლელობის გამოძიება დაიწყო. საქმეს სამხედრო დანაშაულის მუხლით გამოიძიებენ. არმან სოლდენი უკრაინაში რუსულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ის მე-11 ჟურნალისტია, რომელიც უკრაინაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
