“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინასებაზე ისაუბრა
გადაცემა „იმედი ლაივში„ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინასებაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის შეფასებით კონკრეტული ორგანიზაციები უაპელაციოდ, უხეშად ერევიან ქვეყნის დემოკრატიულ სისტემაში. მისივე თქმით, არის არაერთი პრეცედენტი, რომ უცხოური ორგანიზაციები საქართველოში პოლიტიკურ გაერთიანებებს აფინანსებენ, რაც კანონმდებლობის დარღვევაა და კონკრეტული სანქციებით ისჯება.
