რუსეთის გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძის გამოხმაურება
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ქართული ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენებს - აცხადებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში სპეკულაციები გაგრძელდება და ამ გზით ოპონენტები კვლევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პოლიტიკური ქულების დაწერას. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კრემლში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა.
