ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ სიტის შორის შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ სიტის შორის შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა. მადრიდელებმა პირველივე კარგი შეტევა გოლით დაასრულეს. 36-ე წუთზე ვინისიუსმა შორი მანძილიდან დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში კი ქალაქელებმა კევინ დე ბრუინის გოლით წონასწორობა აღადგინეს, რომელმაც მეტოქის კარი ასევე შორი მანძილიდან აიღო.
