წყალმომარაგების შეზღუდვა
ხვალ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სესაბამისად 11 მაისს დღის 12:00 საათიდან 12 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, დოლიძის, ონიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგება შეეზღუდებათ რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილის, ინგოროყვას, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
