ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს აცნობს
ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს აცნობს. ამ მიზნით დღეს ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა “ამბასადორიალი” გაიმართება, ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გახსნის.
