ახალი კანონი დიდ ბრიტანეთში
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ახლად ამოქმედებული კანონი, რომელიც საპროტესტო აქციებზე რეაგირებისთვის პოლიციას ძალაუფლებას უზრდის, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ეს კომენტარი რიში სუნაკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის დღეს, მონარქიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. სწორედ ამ ფაქტით გამოწვეულ კრიტიკას უპასუხა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.
