ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა
დისკრედიტაციის მცდელობა და მოროგი დეზინფორმაციული კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ - ასე ეხმიანება ცესკო ბოლო ორი დღის მოვლენებს და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლო ბრალდებებად აფასებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იმ პროცესთან, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, შეხება არ აქვთ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომლებიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ცესკოს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატურების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
