ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა
ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა. რატომ ცდილობს ოპოზიცია ქართული და საერთაშორისო გამოძიების შედეგების გადაფარვასა და გადაწერას. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ოპონენტების მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიზნად ისახავს მასალებზე წვდომის უფლების მოპოვებას და ტრანსნაციონალური დანაშაულის მთავარ როლში მყოფი მათი დამფინანსებლის, კეზერაშვილის გადარჩენას. გიორგი ვაშაძე, რომელიც ე/წ. ქოლ-ცენტრებთან მიმართებით მისი გვარის ხსენების გამო ყველას დაგვემუქრა, ამ თემის შესახებ ბრიფინგებს ვერ წყვეტს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
