"ქოლცენტრების საქმე"
გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღმაშენებლის 75 ნომერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები წინასწარ იყო დადგმული. მისი თქმით, კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ მიხეილ არახამია საქართველოში აღარ იმყოფება. ვაშაძის მსგავსად, ამ საქმის გარშემო კითხვები აქვთ ოპოზიციაშიც, რაც პრემიერისთვის “ბიბისის” საგამოძიებო ფილმში მოყვანილი უმძიმესი ფაქტების გადაფარვის უსუსურ მცდელობას ნიშნავს. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ე.წ ქოლცენტრების საქმეზე ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია კონკრეტული მიზანი აქვს.
