პრემიერის პასუხი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტს
პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. ამ განცხადების საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებს და არ არის გამორიცხული, პარტიამ გადახედოს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც მათთან თანამშრომლობა არ სურს.
