პრემიერ მინისტრის განცხადება
ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დეტალები პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ოჯახი, ღირებულებები და ის ფასეულობები, რომლებზეც უნგრეთის დედაქალაქში ისაუბრა. აქვე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უმცირესობის უფლებების დაცვა და ოპონენტებს შეახსენა, რომ ეს უფლებები კონსტიტუციითაა გარანტირებული.
