ზურაბ ჯაფარიძის ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგი - შეფასებები
ზურაბ ჯაფარიძე აღიარებს, რომ ტერენინგებზე ნამდვილად საუბრობენ რევოლუციურ სცენარსა და ხელისუფლების ცვლილებაზე. რაც შეეხება იარაღის გამოყენებას, ჯაფარიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების კურსი ხშირად არის შეტანილი ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებში. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „იმედის“ საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას კავშირი არ აქვს ბანაკთან. თუმცა ჩანაწერი, რომელიც „იმედს“ მიაწოდეს, საპირისპიროს ამტკიცებს. მასში ნახსენებია სისხლი, რევოლუცია და შეკრებების პროტესტად გარდაქმნა. ჯაფარიძის ტრენინგებში სერიოზულ საფრთხეს ხედავას სახელისუფლებო გუნდი.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
