პრემიერ მინისტრი დღეს პირველად გამოეხმაურა დავით არახამიას სატელევიზიო ინტერვიუს
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის ქართული ოპოზიციის ნაწილთან კოორდინირებულად მოქმედებს იმისათვის, რომ ქვეყანაში რევოლუციის გზით წინა ხელისუფლება დაბრუნდეს. ღარიბაშვილი არახამიას რჩევას აძლევს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.
