პრემიერის პასუხი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტს
ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე გზავნილები პრემიერმა დღეს მედიასთან განმარტა. კითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, თუ რა თქვა კონფერენციაზე. „ხელისუფლება არ დაუშვებს უმცირესობაზე ძალადობას და ასევე არ დაუშვებს უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე.“ ამ პასუხის პარალელურად, მთავრობის მეთაურმა ცალკეული მედიის წარმომადგენლები ფაქტების დამახინჯების გამო გააკრიტიკა და პასუხი გასცა ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე პრეზიდენტს, რომელემაც ირაკლი ღარიბაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა ასევე დაუწუნა. ამ თემას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა .
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
