ტრამპის სასამართლო პროცესი
ნიუ-იორკის სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სხდომა მიმდინარეობს. ყოფილ პრეზიდენტს ძალადობაში მწერალი, ჟურნალ „ელეს“ყოფილი მიმომხილველი, ელიზაბეთ ჯინ კეროლი ადანაშაულებს. მისი თქმით, ტრამპმა მასზე 1996 წელს, მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა. პროცესს არ ესწრება ბრალდებული ექსპრეზიდენტი. მან ბრალი სხდომაზე ვიდეოჩანაწერის საშუალებით უარყო. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის გამოცხადება ხვალ არის მოსალოდნელი.
