ერდოღანის განცხადება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას არჩევნების წინ არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. განცხადება ერდოღანმა ქალაქ ედირნეში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. პრეზიდენტი განცხადებით ერზრუმში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ავტობუსს ქვები ესროლეს.
