არახამია რადიკალების ნარატივით
პროვოკაციული განცხადებები საქართველოსა და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი პარტია დავით არახამიას განცხადებებს. არახამიამ ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ნიკა გვარამია გათავისუფლდება, უკრაინის პრეზიდენტს ის თავად დაელაპარაკება საქართველოდან გაურკვეველი მიზეზით გაწვეული ელჩის დაბრუნებაზე.
