ცვლილებები "საარჩევნო კოდექსსა" და რეგლამენტში
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატურების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.
