შვედეთი ევროკავშირის წევრობის საკითხის გადახედვაზე
ბრექსიტის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა რომ ევროკავშირი კიდევ ერთმა წევრმა სახელმწიფომ დატოვოს? - ეს კითხვა უცხოურ მედიაში კვლავ აქტიური მას შემდეგ გახდა, რაც შვედეთის პარლამენტის სიდიდით მეორე პარტიის ხელმძღვანელმა, ჯიმი აკესონმა განაცხადა, რომ დროა მისმა ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის საკითხს გადახედოს.
