როგორ გაჩნდა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში ვაშაძე-არახამიას გვარები
როგორ გაჩნდა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში, ვაშაძე - არახამიას გვარები. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ დალუქული შენობა აღმაშენებლის 75 ნომერში შპს „მისანს“ ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა - დავით ვაშაძე ფლობს, კომპანია მისანმა კი კუთვნილი ფართი, 4000 ლარად ერთ-ერთ იურიდიულ პირს მიაქირავა, რომლის 100%-იან წილს მედიაში გავრცელებუბლი ინფორმაციის თანახმად, დავით არახამიას ძმა, მიხეილ არახამია ფლობს.
