“საელჩოების ტური მსოფლიოს გარშემო”
“საელჩოების ტური მსოფლიოს გარშემო” - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების ღია კარის დღე გაიმართა. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს სტუმარი გამხდარიყო და მასპინძლებისგან გაცნობოდა იმ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა თუ გასტრონომიის შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც ვაშინგტონში წარადგენენ.
