ნაპოლის საჩემპიონო ზეიმი
ნეაპოლელებმა ფლორენციელები 1-0 დაამარცხეს და რამდენიმე დღის წინ მოპოვებული სკუდეტო გამარჯვებით აღნიშნეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენება გადაწყვიტა და სათადარიგო სკამზე დატოვა, თუმცა ირვინგ ლოსანოს ტრავმის გამო ქართველი შეხვედრაში პირველივე ტაიმში ჩაერთო.
