უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება
უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთი ძალებს არ ზოგავს იმისთვის, რომ ქალაქზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს, უკრაინა კი ცდილობს, ოკუპანტებს ამის საშუალება არ მისცეს.
