“საელჩოების ტური მსოფლიოს გარშემო”
“საელჩოების ტური მსოფლიოს გარშემო” - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების ღია კარის დღე გაიმართა. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს სტუმარი გამხდარიყო და მასპინძლებისგან იმ ქვეყნის კულტურის, ისტორიისა თუ გასტრონომიის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაცნობოდა, რომლებსაც ვაშინგტონში წარმოადგენენ.