ე.წ. ქოლცენტრების საქმესთნ დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ე.წ. ქოლცენტრების საქმესთნ დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია , უმრავლესობა ინიციატივას მხარს არ უჭერს და ამბობენ, რომ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებთანაც კვალი პირდაპირ მიდის.
