„ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის გოლით მოიგო
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის გოლით მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა სამი ქულის მომტანი გოლი „კაენის“ წინააღმდეგ გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლიგა ორში ჩატარებულ 26 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე ორ მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა. ბორდო 65 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 მაისს, რეუნს ესტუმრება.
