მთაწმინდის პარკში სეზონი გაიხსნა - პარკი ვიზიტორებს სხვადასვა ღონისძიებებით უმასპინძლებს
მთაწმინდის პარკში სეზონი გაიხსნა. პარკი ვიზიტორებს სხვადასვა ღონისძიებებით უმასპინძლებს. გაიმართება თემატური ფესტივალები, სპორტულ, შემეცნებითი აქტივობები. დღეს მთელი დღის განმავლობაში მუსიკალური და გასართობი პროგრამაა წარმოდგენილი. სტუმრებს ატრაქციონებზე 30 პროცენტიანი ფასდაკლება ელოდებათ. მთაწმინდის პარკი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, თუმცა სეზონის გახსნის ღონისძიება სიმბოლურად ყოველ წელს მაისის დასაწყისში იმართება.
