აფხაზი ბლოგერი მორიგ ვიდეოს ავრცელებს
„ასეთი განწყობა აქვთ საქართველოში აფხაზების მიმართ.“ ამ სათაურით აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა „ფეისბუკზე“ მორიგ ვიდეოს ავრცელებს. ის თბილისის ცენტრში პლაკატით ხელში დგება, წარწერით, „მე აფხაზი ვარ და თუ თვლით, რომ ძმები ვართ, ჩამეხუტეთ.“ გამვლელები მას სურვილს სიამოვნებით უსრულებენ. „ეს არის ცოცხალი სტატისტიკა, ნამდვილი ემოციები და ის დიდი ენერგეტიკა, რაც ამ სოციალური ექსპერიმენტისგან მივიღე,“. წერს აფხაზი ბლოგერი.