კანადაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კანადაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ალბერტას პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ხანძრის შედეგად 122 000 ჰექტარი ფართობია განადგურებული. დამწვარია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონა უკვე დატოვა 25 ათასამდე ადამიანმა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
