ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება. განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ქალაქ ენერგოდარიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. რაფაელ გროსის განცხადებით, ობიექტის თანამშრომლები სადგურზე ჯერ კიდევ რჩებიან, თუმცა სიტუაცია პოტენციურად სახიფათოა. სააგენტო გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რათა ატომურსადგურზე სერიოზული ავარიის საფრთხე მოიხსნას.
