ე.წ ქოლ-ცენტრები - პოლიტიკური შეფასებები
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ დალუქული შენობა აღმაშენებლის 75 ნომერში შპს „მისანს“ ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვაშაძის კომპანიამ ფართი, 4 000-ლარად, „შპს ლაიონს შვიდი გრუპს" მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 2023 წლის 13 აპრილს ერთი წლის ვადით გააფორმეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოიჯარე კომპანიის 100%-იან წილს დავით არახამიას ძმა, მიხეილ არახამია ფლობს. ასე გაჩნდა, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, ვაშაძე-არახამიას გვარები. საქმეს ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ედიშერ გვენეტაძე გიორგი ვაშაძისა და დავით არახამიასთან დაკავშირებულ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. ექსპერტი ვაშაძის უკრაინაში ვიზიტს სწორედ ამ საქმიანობას უკავშირებს.
