მიქაუტაძის დუბლი და ლიდერობა ბომბარდირთა დავაში
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „მეცი“ „ნიორს“ დაუპირისპირდა და გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა, 45-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე მცველს პასი ჩაუჭრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 22 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ლიგა ორში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, გიორგი მეორე ადგილზე მყოფ ფეხბურთელს 6 გოლით უსწრებს.
