8 მაისიდან 11 მაისამდე წალკის კანიონის შუშის ხიდი დაიკეტება
8 მაისიდან 11 მაისამდე წალკის კანიონის შუშის ხიდი დაიკეტება. განცხადება კასს ლენდ დაიმონდ რეზორტმა გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით შუშის ხიდს საერთაშორისო სტანდარტებით გეგმიური რევიზია უტარდება. რაც შეეხება წალკის კანიონის შუშის ხიდის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას და სხვა ატრაქციებს ის ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე განაგრძობს სტუმრების მიღებას.
