ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა
ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა. საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. საჩვენებელ სროლებს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დააკვირდა. 10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთ შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
