ისრაელში პროტესტი გრძელდება
ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად თელ ავივში ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ნეთანია ჰუს მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, რაც, მათი თქმით, სასამართლოს უფლებამოსილებას შეზღუდავს და მის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მთავრობამ სადავო რეფორმა მასობრივი აქციებისა და გაფიცვების გამო დროებით შეაჩერა.
